ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი პრეზიდენტი ჯოვანი კობოლი ჯილი ანდრეა ანიელის კრიტიკას აგრძელებს. მისთვის გაუგებარია, რატომ არაა „იუვენტუსში“ ალესანდრო დელ პიერო და რატომ არის პაველ ნედვედი.
„ნორმალურ პირობებში „იუვენტუსის“ პრეზიდენტობა ადვილი არაა, 2006 წელს მივიღე ეს გამოწვევა დიდი სიამოვნებით და სიყვარულის გრძნობით. ყოველთვის ვიცავდი „იუვენტუსს“, ბავშვობიდან. როდესაც გვიდო როსიმ „ინტერს“ სკუდეტო გადასცა და ჩვენ სერია B-ში დაგვაქვეითა, მორატიმ შამპანური გახსნა. მიუხედავად იმისა, რომ წლების შემდეგ გამოჩენილი საბუთებიდან გაირკვა, რომ კალჩოპოლში „ინტერიც“ იყო გარეული.
რატომ არ არის დელ პიერო „იუვენტუსში“ რომელიმე თანამდებობაზე? ეს მეც მაინტერესებს, რატომ არაა ხელმძღვანელობაში. ალბათ ანდრეა ანიელის არ მოსწონს და მისდამი სიმპათიით განწყობილი არაა.
როდესაც შევიტყვე, რომ ანიელი პრეზიდენტი გახდებოდა, ბედნიერი ვიყავი. ეს არის ოჯახი, რომელიც გამარჯვების სინონიმია. თუმცა, შემდეგ მან ვიცე-პრეზიდენტად მოიყვანა ნედვედი, რომელიც ჩემი აზრით, არ შეესაბამება როლს. იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს ბუფონი გუნდის ვიცე-დირექტორი გახდება“, – განაცხადა კობოლი ჯილიმ.