მთავარი / სიახლეები / რატომ ჩაიშალა 2017 წელს ჰოლანდის ტრანსფერი “იუვეში”?

რატომ ჩაიშალა 2017 წელს ჰოლანდის ტრანსფერი “იუვეში”?

ერლინგ ჰოლანდი საფეხბურთო სამყაროში ახლა ყველაზე დიდ ყურადღებას იქცევს და რასაც მიმდინარე სეზონში აკეთებს, შესაძლოა დაუჯერებელიც იყოს.

Tuttosport-ი კი, წარსულს და კერძოდ, 2017 წლის მიწურულს იხსენებს, როდესაც „იუვენტუსი“ ახლოს იყო ნორვეგიელის შეძენასთან, მაგრამ გარიგება არ შედგა.

როგორც ტურინული გამოცემა წერს, ჰოლანდი, მამამისი და მისი აგენტები პედერსენი და სპინოზი ტურინში იმყოფებოდნენ. ისინი ვინოვოს ბაზასაც ესტუმრნენ, სადაც ფაბიო პარატიჩისა და პაველ ნედვედს შეხვდნენ.

ცხადია, შეხვედრის მიზეზი ჰოლანდის ტრანსფერი იყო, მაგრამ ყველაფერი ჩაიშალა. ერლინგის მაშინდელმა გუნდმა „მიოლდემ“ წელიწადში 3.8 მილიონი ევრო მოთხოვა, რაც „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობას ეძვირა და შედეგად, მოლაპარაკებები გაწყვიტეს.

საბოლოოდ, ჰოლანდი ჯერ „ზალცბურგში“, მერე „დორტმუნდში“ აღმოჩნდა და როგორ თამაშობს, ბევრი შეხსენება არ სჭირდება.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …