მთავარი / სიახლეები / რაკიტიჩს “იუვენტუსში” გადასვლა იანვარში უნდა

რაკიტიჩს “იუვენტუსში” გადასვლა იანვარში უნდა

ივან რაკიტიჩი შესაძლოა ზამთარში „იუვენტუსის“ ფეხბურთელი გახდეს. ხორვატი ზაფხულშიც ახლოს იყო ტურინში გადაბარგებასთან, მაგრამ მაშინ ტრანსფერი ბოლო მომენტში ჩაიშალა.

ახლა კი, ხორვატის სურვილია, რომ კატალონია პირველივე შესაძლებლობაზე დატოვოს, რადგან კლუბის ძირითად შემადგენლობაში ვეღარ ხვდება. „ვილიარეალთან“ შეხვედრისთვის კი ერნესტო ვალვერდემ განაცხადშიც არ შეიყვანა.

მიუხედავად იმისა, რომ რაკიტიჩს „ბარსასთან“ კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, მოსალოდნელია, რომ ორივე მხარის სურვილიდან გამომდინარე იანვარში ესპანელები მოკრძალებულ ფასად შეელევიან.

„იუვენტუსის“ გარდა რაკიტიჩის შეძენის სურვილს „პარი სენ ჟერმენიც“ გამოთქვამს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …