ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი მოიზე კინი ბოლო დროს საყოველთაო ყურადღების ცენტრშია. 19 წლის იტალიელის შესახებ ამჯერად მისმა აგენტმა მინო რაიოლამ ისაუბრა.
„კინს მუდმივი სათამაშო პრაქტიკა სჭირდება. იანვარში „მილანთან“ ძალიან ახლოს იყო, მე და ლეონარდო შეთანხმებულიც ვიყავით, მაგრამ „იუვემ“ ტრანსფერზე უარი თქვა.
კონტრაქტის გახანგრძლივება? ამ ეტაპზე გაჩერებულები ვართ, ბიჭს თამაში უნდა“, – თქვა რაიოლამ.
შეგახსენებთ, რომ კინს “იუვენტუსთან” კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. იტალიური მედიის ცნობით, თუ მიმდინარე სეზონის ბოლომდე უფრო მეტ სათამაშო დროს მიიღებს, ახალ კონტრაქტსაც გააფორმებს.