ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი მირალემ პიანიჩი მადრიდის „რეალის“ ინტერესის სფეროშია. Tuttosport-ის ინფორმაციით, ზინედინ ზიდანი ბოსნიელი ფეხბურთელის ტრანსფერს ლობირებს და ფლორენტინო პერესი საქმის კურსში უკვე ჩააყენა.
პიანიჩს „იუვესთან“ კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს და შესაბამისად „სამეფო კლუბს“ გვარიანი თანხის გადახდა მოუწევს. სავარაუდოდ, 90-100 მილიონი ევროს.
შეგახსენებთ, რომ პიანიჩი „იუვენტუსში“ 2016 წლის ზაფხულში „რომადან“ გადავიდა და „ბებერი სინიორას“ ნახევარდაცვის შეუცვლელი წევრია.