მთავარი / სიახლეები / რაბიო: “სამუშაო ძალიან ბევრი გვაქვს”

რაბიო: “სამუშაო ძალიან ბევრი გვაქვს”

ტურინის „იუვენტუსში“ „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ ადრიენ რაბიოს დებიუტი შედგა. ფრანგმა ფეხბურთელმა განვლილი თამაში შეაფასა.

„მთლიანობაში კარგი თამაში იყო. პირველ ტაიმში პრობლემები გვქონდა, მაგრამ ჩვენს წინააღმდეგ მაღალი დონის გუნდი თამაშობდა, რომელმაც მზადება ჩვენზე გაცილებით ადრე დაიწყო. განსაკუთრებით ფიზიკურ კონდიციებში. მეორე ნახევარში ბურთი უფრო ხშირად გვქონდა და უფრო გუნდურად ვთამაშობდით. გოლების წყალობითაც მოვუმატეთ. ეს პირველი თამაში იყო და შესაბამისად, სამუშაო ბევრია.

ფიზიკური თვალსაზრისით მომატება მჭირდება, მაგრამ პირველი მატჩის კვალობაზე თავს კარგად ვგრძნობდი. თანაგუნდელებს გავუგე და მწვრთნელისიც კარგად მესმის რას ითხოვს ჩემგან“, – თქვა რაბიომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო ამხანაგურ მატჩს 24 ივლისს, „ინტერთან“ ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *