ანდრეა პირლოს შვილი ნიკოლო პირლო სოციალურ ქსელში მუქარისა და შეურაცხყოფის შემცველ მესიჯებს იღებს. მან ერთ-ერთი მესიჯი გამოაქვეყნა კიდეც, რომელშიც წერია: “მამაშენთან ერთად უნდა მოკვდე”.
17 წლის ნიკოლომ ეს მესიჯი რეაგირების გარეშე არ დატოვა:
„მე არ ვარ ადამიანი, რომელიც ვინმეს შეფასებას უკეთებს. ყველას აქვს უფლება თქვას ის, რაც სურს და მეც ის ადამიანი ვარ, რომელიც ყოველთვის ამბობს სათქმელს და არადროს მსურდა, ვინმეს ჩემი სიტყვის თავისუფლება მოეკლა. მშობლებმა მასწავლეს, რომ ჩემი აზრი მქონოდა და პირველ რიგში სხვისთვის მომესმინა, მაგრამ ვფიქრობ, ზღვარი ყველაფერს აქვს და ეს ზღვარი გადალახულია. 17 წლის ვარ და ასეთ შეტყობინებებს ყოველდღე ვიღებ არა იმიტომ, რომ მე რაღაც ცუდს ვაკეთებ, არამედ იმიტომ, რომ მწვრთნელის შვილი ვარ, რომლის ნამუშევარი შეიძლება ვინმეს არ მოსწონდეს. ყოველდღე ვიღებ შეტყობინებებს, სადაც ისინი სიკვდილს მისურვებენ და შეურაცხყოფას მაყენებენ. გთხოვთ, ერთი წამით მაინც წარმოიდგინეთ თავი ჩემს ადგილას და როგორც იგრძნობდით თავს“, – დაწერა ნიკოლომ.