ტურინის “იუვენტუსი” სუპერლიგაზე უარს თუ არ იტყვის, დიდი საფრთხის წინაშე დადგება. უეფა უკვე განიხილავს, რომ “იუვე”, “რეალთან” და “ბარსელონასთან” ერთად ჩემპიონთა ლიგიდან მოხსნას და დისკვალიფიკაცია მისცეს.
ახლა კი ცნობილი გახდა, რომ ის იტალიური კლუბები, რომლებიც სუპერლიგაში თამაშს გადაწყვეტენ სერია A-ში ვეღარ ითამაშებენ. მიუხედავად იმისა, რომ სუპერლიგის მხარმდაჭერები მატკიცებენ, ჩემპიონატში თამაში გვსურსო, იტალიის ფეხბურთის ფედერაცია ამას არ დაუშვებს.
“ვინც სუპერლიგაში ითამაშებს, ჩვენი წევრობის უფლებას დაკარგავს და სერია A-ში ვერ ითამაშებს”, – თქვა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გაბრიელე გრავინამ.
თუ “იუვე” სუპერლიგაში შევა, იტალიის ჩემპიონატში ვეღარ ითამაშებს. ეს ტურნირი აშკარად ხელს უშლის შიდა ჩემპიონატებში, რადგან იქ გუნდებს მოტივაცია პრაქტიკულად აღარ ექნებათ და პირველი ადგილის გარდა, სხვა ნებისმიერი პოზიცია ერთი ფასის იქნება, რადგან სუპერლიგაში გუნდებს ადგილი ისედაც განაღდებული ექნებათ.
“იუვენტუსის” გარდა, სუპერლიგაში “მილანი” და “ინტერი” იყვნენ, მაგრამ ტურნირს მხარს დღემდე ღიად მხოლოდ “იუვე”, “ბარსელონა” და “რეალი” უჭერენ.