მთავარი / სიახლეები / პიანიჩის და დუგლას კოშტას დიაგნოზი ცნობილია

პიანიჩის და დუგლას კოშტას დიაგნოზი ცნობილია

ტურინის „იუვენტუსის“ ტრავმირებულ ფეხბურთელებს მირალემ პიანიჩსა და დუგლას კოშტას დღეს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა.

ბოსნიელის დაზიანება სერიოზული არ გამოდგა და მან დღეს გუნდისგან განსხვავებული წვრთნა მოედანზე უკვე ჩაატარა.

რაც შეეხება ბრაზილიელს, მარჯვენა ბარძაყი აქვს დაზიანებული და როგორც „ბიანკონერის“ ვებგვერდი იტყობინება, 15 დღეში ხელმეორე გამოკვლევა ჩაუტარდება, რომელიც ზუსტად განსაზღვრავს აღდგენით პროცესს.

შეგახსენებთ, რომ ორივე ფეხბურთელმა ტრავმები ფლორენციის „ფიორენტინასთან“ მატჩში მიიღეს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …