ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ლუჩანო მოჯი მაურიციო სარის აკრიტიკებს. მოჯის განცხადებით, „იუვეს“ მწვრთნელი ყოველთვის საბაბს ეძებს, რომ თავისი გუნდების ცუდი თამაში საკუთარი თავის გარდა ყველაფერს დააბრალოს.
„სარის ჩვევად ექცა საბაბის ძიება, ამას ყველგან აკეთებს და ეს ფეხბურთისთვის ცუდია. კონტემ ამასთან დაკავშირებით სწორი პასუხი გასცა. სიცხემ მხოლოდ „იუვე“ არ აზარალა, აგრეთვე „ფიორენტინაც“, რომელმაც ძალიან კარგი თამაში ჩაატარა.
მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ სათამაშო სტილის შესაცვლელად პირველ რიგში ფეხბურთელების შეცვლაა საჭირო. ეს კი წელს „იუვენტუსში“ არ გაკეთებულა. „იუვეს“ ჰყავს დიდი ჩემპიონები, რომელთაც ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ თამაშის ბედის გადაწყვეტა, მაგრამ თამაში არ შეიცვლება. ალეგრი? ის გაათავისუფლეს, რადგან ციკლი დასრულდა და ყველა მოითხოვდა თამაშის სტილის ცვლილებას.
ვფიქრობ, „ნაპოლი“ და განსაკუთრებით „ინტერი“ „იუვენტუსთან“ ახლოს არიან. ნეაპოლელებმა კი შემადგენლობაც გააძლიერეს და შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავთ“, – თქვა მოჯიმ.
შეგახსენებთ, რომ მაურიციო სარიმ „ფიორენტინასთან“ უსახური თამაში სიცხეს დააბრალა, ანტონიო კონტემ კი უპასუხა, რომ ახლა ის უპირატესობა ფლობს, რადგან საუკეთესო გუნდს წვრთნის და შეუძლია სიმშვიდე შეინარჩუნოს.