ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი მირალემ პიანიჩი მიიჩნევს, რომ სკუდეტოსთვის ბრძოლაში „იუვეს“ კონკურენტი „ინტერთან“ ერთად დედაქალაქური გუნდები, „რომა“ და „ლაციო“ იქნებიან.
„სარი განსხვავებული მწვრთნელია, სხვა საფეხბურთო მენტალიტეტი აქვს. თუმცა, მთავარი ტიტულების მოგებაა, რაც ყოველთვის გავაკეთეთ.
სერია A? „ლაციო“ და „რომა“ „იუვენტუსისთვის“ სერიოზული კონკურენტები არიან, ისევე, როგორც „ინტერი“. ჩვენ ამასთან ერთად ვაგრძელებთ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ბრძოლას და ბოდიშს ვიხდით იტალიის სუპერთასზე მარცხის გამო“, – თქვა პიანიჩმა.