ანტონიო კასანო „იუვენტუსისა“ და მაურიციო სარის მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი. როგორც „ფანტანტონიომ“ თქვა, სარი ჩვეულებრივი, არაფრთი გამორჩეული მწვრთნელია, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე „იუვეზე“ ძლიერი 5 გუნდია.
„სარი ჩვეულებრივი მწვრთნელია, ის ყოველთვის სერია B-ს და სერია C-ს გუნდში თამაშობდა. „იუვეში“ მას და პარატიჩის დიბალას და იგუაინის გაყიდვა სურდათ, რომლებმაც წელს მინიმუმ 10 ქულა გუნდს პირადად მოუტანეს. ვფიქრობ, სკუდეტოს „ინტერი“ მოიგებს.
ჩემპიონთა ლიგა? „იუვენტუსზე“ ძლიერი 5-6 გუნდია, ძალიან რთული იქნება ჩემპიონობა და ბევრი ეჭვი მაქვს“, – აღნიშნა კასანომ.