მთავარი / სიახლეები / პერუცი: „ქამ-ბექი რეალურია, ერთ ეპიზოდს ყველაფრის შეცვლა შეუძლია“

პერუცი: „ქამ-ბექი რეალურია, ერთ ეპიზოდს ყველაფრის შეცვლა შეუძლია“

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი კაპიტანი ანჯელო პერუცი Tuttosport-ს ესაუბრა. საინტერესო ინტერვიუ „იუვეში“ გატარებულ პერიოდს და „ატლეტიკოსთან“ მოახლოებულ დაპირისპირებას შეეხო.

პერუცი მიიჩნევს, რომ „იუვენტუსს“ შემდეგ ეტაპზე გასვლის 50%-იანი შანსი აქვს და გამორიცხული არაფერია. როგორც თავად ამბობს, ერთ ეპიზოდს ყველაფრის ძირეულად შეუცვლა შეუძლია.

სანამ ინტერვიუზე გადავიდოდეთ, შეგახსენებთ, რომ ანჯელო პერუცი „იუვენტუსის“ კარს 1991-1999 წლებში იცავდა და 1996 წელს მოგებულ ჩემპიონთა ლიგაში უდიდესი როლი ითამაშა. ფინალში „აიაქსთან“ ორი პენალტის მოგერიება მოახერხა.

– თქვენ დიდი ფეხბურთელი იყავით. „რომაში“ დებიუტის შემდეგ „იუვეში“ ახალგაზრდა მიხვედით.

– აქ გავიგე პროფესიონალიზმი. როგორ უნდა მოემზადო გამარჯვებისთვის. „იუვეში“ ყოველთვის პირველი ადგილისთვის ვცხოვრობდით, მეორე ადგილიც კი სრული კრახი იყო. ამ მაისურის ტარება ძალიან მძიმე და დიდი პასუხისმგებლობაა.

– პირველი მოგონება „იუვენტუსიდან“ რა არის?

– ბონიპერტი კარში მელოდებოდა და მითხრა: ბიჭო, თქმები შეიჭერი და დაქორწინდი.

– შეიჭერი თქმები და გაიქეცი ცოლის მოსაყვანად?

– თმები უკვე მოკლე მქონდა, ხოლო ცოტა ხანში დავქორწინდი კიდეც. მაგრა, როგორც გითხარით „იუვეში“ ყოფნა დიდი პასუხისმგებლობაა, მე ძოფის, ტაკონის მემკვიდრე ვიყავი.

– შენ ხარ იმ მატჩის გმირი, როდესაც „იუვემ“ ჯერჯერობით ბოლოჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. ფინალში ორი პენალტი მოიგერია. პირველი მოგონება?

– მხოლოდ დიდი კონცენტრაცია. მე არ შემეძლო ჩემი სიხარულის გამოხატვაც კი. ჩემი მეუღლე ხშირად მეუბნება, რომ პატარა დათვი ვარ, ბრძოლით მივაღწიეთ იმ შედეგს.

– ის „იუვე“ უფრო ძლიერი იყო თუ ახლანდელი?

– შედარება შეუძლებელია. ამ გუნდმა ზედიზედ რვა სკუდეტო მოიგო, მაგრამ ჯერაც არ მოუგია ჩემპიონთა ლიგა. გულწრფელად ვუსურვებ, რომ მიმდინარე სეზონშივე მოახერხოს ამის გაკეთება. ეს შესაძლოა შესაფერისი მომენტი იყოს.

– გჯერათ, რომ „ატლეტიკოსთან“ ქამ-ბექი შედგება?

– რატომაც არა? არ არის აშკარა, რომ „ატლეტიკო“ ისევე ითამაშებს, როგორც პირველ მატჩში და განსაკუთრებით, „იუვენტუსი“. ყველაფერი შესაძლებელია, ჩემი აზრით შანსი ახლაც თანაბარია 50%-50%-ზე.

– ამბობენ, რომ განსაკუთრებით საწყის ნახევარ საათში დიდი ზეწოლა უნდა იყოს მეტოქეზე?

– არ მოუსმინოთ. ფეხბურთი შეიცვალა. ერთხელ გუნდები სტუმრად მხოლოდ დაცვაზე ფიქრობდნენ თუ გოლს ვერ გაიტანდი, დიდ პრობლემებს აწყდებოდი. ახლა ფეხბურთს განსახვავებულ სტილში თამაშობენ. შესაძლებელია სამი გოლის გატანა ხუთ წუთში. როგორც ვთქვი, მე მჯერა, საკმარისი იქნება ერთი ეპიზოდიც კი, რომ კვალიფიცირების სცენარი მთლიანად შეცვალოს „იუვეს“ სასარგებლოდ.

– თქვენ „ლაციოში“ სიმეონესთან ერთად თამაშობდით. გრძნობდით, რომ მწვრთნელი გახდებოდა?

– ვიცოდი, ვიცოდი. არ ვამბობ, რომ უკვე მწვრთნელი იყო, მაგრამ ეს თვისებები ნამდვილად ჰქონდა. ფეხბურთელობისას ჰქონდა დიდი პერსონალურობა.

– რჩევა „იუვეს“: გული თუ გონება?

– საუკეთესო ფეხბურთელი 70%პით გონებით და 30%-ით გულით თამაშობს.

– იმ წელს, როდესაც „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ქამ-ბექი „რეალთან“ მოახერხა, კიდევ ერთ ესპანურ გუნდთან…

– მართალია, მათ სტადიონზე თუ არ ვცდები, 0:1 წავაგეთ, რამდენიმე რთული ბურთიც მოვიგერიე. მეორე თამაშში სიტუაცია შევცვალეთ და კვალიფიცირება მოვახერხეთ, 2:0 გავიმარჯვეთ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …