ტურინის „იუვენტუსის“ მეკარე მატია პერინი შესაძლოა „ჯენოაში“ დაბრუნდეს. იტალიური მედიის ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.
პერინს „იუვეში“ სათამაშო დრო არ ეძლევა და იანვარში მისი გუნდიდან წასვლა გადაწყვეტილია. მოსალოდნელია, რომ სწორედ მშობლიურ გუნდს დაუბრუნდება.
შეგახსენებთ, რომ პერინი ზაფხულში ლისაბონის „ბეფიკაში“ გადადიოდა, თუმცა სამედიცინო შემოწმება ჩააგდო. „იუვენტუსში“ კი 2018 წლის ზაფხულიდან ირიცხება.