ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ განაცხადა, რომ სუპერლიგის საკითხი დახურული არ არის და ანდრეა ანიელი ძალიან მშვიდადაა.
„სუპერლიგის შესახებ ბევრი ისეთი რამ ითქვა, რაც სიმართლე არაა. არასდროს არავის უფიქრია ჩემპიონატის დატოვება, ფორმულა დახურული არ არის. სუპერლიგის გამოცხადების შემდეგ წარმოშობილმა ძალადობრივმა რეაქციებმა ყურადღება მიიპყრო, რამ განაპირობა ეს ყველაფერი და და იყო მიზეზი.
ამ სიტუაციაში სიმშვიდეს ვინარჩუნებთ. მშვიდად ვართ, ყველაფრის მიმართ, რაც ხდება. პრეზიდენტს ყოველდღე ვნახულოთ და ის ძალიან მშვიდია. გეგმავს მომავალს და პირადად ვიცი, რამდენად ზრუნავს ზოგადად ფეხბურთის სასიკეთოდ და „იუვენტუსზე“.
პირლო? ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე დარჩენაზე არ ვფიქრობთ. დიდი რწმენა გვაქვს იმ საქმეზე, რომელსაც ვაკეთებთ. პირლო თუ დარჩება ჩემპიონთა ლიგის საგზურის შემთხვევაში? დიახ, რა თქმა უნდა, B გეგმა არ არსებობს“, – თქვა პარატიჩიმ.