ტურინის „იუვენტუსის“ სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი პეპ გვარდიოლას მილანში, სასტუმრო Palazzo Parigi-ში შეხვდა.
ესპანური Onda Cero-ს ცნობით, ესპანელი იტალიაში გოლფსი საქველმოქმედო ტურნირის გამო იმყოფება, მაგრამ ტურინელებმა შემთხვევით ისარგებლეს და მასთან შეხვედრა გამართეს.
საუბრის დეტალები არ გახმაურებულა, მაგრამ ნათელია, რომ მასზე „იუვენტუსში“ დანიშვნის საკითხი იქნებოდა განხილული.
საინტერესოა, რომ დღესვე იტალიურმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომლის მიხედვითაც პარატიჩი „ტოტენჰემთან“ ახლოს მყოფ ინგლისელ აგენტსაც შეხვდა, როგორც ჩანს, ფაბიო დროს უქმად არ კარგავს და ახალი მთავარი მწვრთნელის მოკლე დროში მოძიებას ცდილობს.