ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ განაცხადა, რომ მომდევნო სეზონშიც მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი იქნება და ეს გადაწყვეტილია.
„აქ ყოფნის 10 წლის განმავლობაში 9 წელი პირველ ადგილზე ვართ ან თითქმის პირველზე ვიყავით, ალეგრისთან ერთად 10 ტიტულიდან 9 მოვიგეთ იტალიაში და რამდენიმე სუპერთასი, მაგრამ რამდენიმე ფრის შემდეგ ასეთი საუბრები მიმდინარეობდა. ამას შეჩვეულები ვართ. სარი მომდევნო სეზონშიც „იუვეს“ მწვრთნელი იქნება? ეჭვგარეშეა.
კრიშტიანუსთან ძალიან ნორმალური დიალოგია, როგორც ყველა მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის. ის სუპერდარწმუნებულია, რომ დარჩება და ჩვენთან ძალიან კარგადაა“, – თქვა პარატიჩიმ.