მთავარი / სიახლეები / პარატიჩი: “გვარდიოლაზე არც გვიფიქრია”

პარატიჩი: “გვარდიოლაზე არც გვიფიქრია”

ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ კლუბში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, პეპ გვარდიოლას შესახებ გავრცელებული ცნობა უცნაური იყო, რადგან ესპანელის მთავარ მწვრთნელად დანიშვნაზე არც კი უფუქრიათ.

„ვფიქრობ, სამყარო უცნაურია, ჩვენ არ გვქონია გვარდიოლასთან კონტაქტი, ამაზე არც კი გვიფიქრია, რადგან კონტრაქტი აკავშირებს „სიტისთან“ და ათასი მოტივაცია აქვს. ამიტომაც, ეს ინფორმაცია ძალიან უცნაური იყო.

ჩვენ გვაქვს მკაფიო იდეები, ეს უკვე ვთქვი. ჩვენს შეფასებებზე ვმუშაობთ, რამდენიმე ტურნირი ჯერ კიდევ არ დასრულებულა და სანამ სეზონი საბოლოოდ არ დასრულდება, არაფერი იქნება ცნობილი და ეს სწორია.

ტრანსფერები? ჩვენ ვიმოქმედებთ ახალი მწვრთნელის დირექტივებით. მანამდე სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ, ვცდილობთ, რომ ყოველწელს გავაუმჯობესდეთ.

დიბალა? ის ჩვენი ფეხბურთელია, მას დიდ ნდობას ვუცხადებთ. დიბალა „იუვენტუსის“ ფეხბურთელია და ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა“, – განუცხადა პარატიჩიმ DAZN-ს.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …