მთავარი / სიახლეები / “იუვე” შესაძლოა პერინმა დატოვოს

“იუვე” შესაძლოა პერინმა დატოვოს

ტურინის „იუვენტუსი“ შესაძლოა მატია პერინმა დატოვოს. იტალიური მედიის ცნობით, „ბიანკონერიში“ 26 წლის მეკარე ბედნიერი არაა და ზაფხულში გუნდის გამოცვლას აპირებს.

ამის მიზეზი მცირე სათამაშო პრაქტიკაა. მატიამ ვოიცეხ შჩესნისთან კონკურენცია ვერ დაძლია და 2018-2019 წლების სეზონში მხოლოდ 9 თამაში ჩაატარა. პერინის მომავალს ყველაზე აქტიურად „რომას“ უკავშირებენ, რომელიც მეკარის ძიებაშია.

შეგახსენებთ, რომ მატია პერინი „იუვენტუსმა“ ერთი წლის წინ „ჯენოადან“ 12 მილიონ ევროდ შეიძინა და კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე გაუფორმა.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …