ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ საინტერესო თემებზე ისაუბრა. იტალიელმა დაადასტურა, რომ ჯანლუიჯი ბუფონი და ჯორჯო კიელინი კონტრაქტებს გაახანგრძლივებენ, პაულო დიბალასთან კი მოლაპარაკება მიმდინარეობს.
გარდა ამისა, პოლ პოგბაზეც მოუწია კომენტარის გაკეთება.
„მოუთმენლად ველოდებით სეზონის განახლებას, ფეხბურთელების და მატჩების ნახვას, ისევე როგორც ყველა გულშემატკივარი. თუმცა წესები უნდა დავიცავთ, უნდა გვესმოდეს იმ ინსტიტუციების, რომლებიც მნიშვნელოვან პასუხისმგებლობას იღებენ და ადვილი არაა გადაწყვეტილების მიღება.
ბუფონთან და კიელინისთან კონტრაქტები გახანგრძლივდება,ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკება დიბალასთან. პაუზამ კომუნიკაციას ხელი შეუშალა, შემდეგ ის ნეგატიურ პერიოდს განიცდიდა დაინფიცირების გამო და ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას. გვინდა ჩვენთან რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს.
იგუაინი? გონსალო ზოგადად აღელვებულია პირადი პრობლემებით, მასთან ძალიან ახლოს ვართ, რადგან განსაკუთრებული და მგრძნობიარე ბიჭია. მას შესანიშნავი სეზონი ჰქონდა და იმედია კონტრაქტის ბოლომდე ჩვენთან დარჩება.
რონალდუ? ის სხვებისგან განსხვავებული ფეხბურთელია, ბრენდია, რომელიც ყველაფრის გაზრდას იწვევს.
პოგბა? შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ ასეთი ტიპის მოთამაშეს ძალიან გაუჭირდება გუნდის პოვნა, სადაც იმ ხელფასს გადაუხდიან, რასაც ითხოვს, ამ პირობებში ხელფასებზე ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ“, – თქვა პარატიჩიმ.