პაველ ნედვედმა 2008 წლის ზაფხული გაიხსენა, როდესაც ჟოზე მოურინიო მილანის „ინტერში“ გადასვლას სთავაზობდა. თუმცა ჩეხისგან უარი მიიღო.
„ჟოზემ იცოდა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან მინდოდა, რადგან არასდროს მქონდა მოგებული, მაგრამ მისი გეგმა არ გამოდგებოდა. თავსებადი არ ვიყავით. მას მსოფლიოს ნებისმიერი სხვა გუნდში შევუერთდებოდი, მაგრამ არა „ინტერში“, ამის გაკეთება არ შემეძლო“, – თქვა ნედვედმა.
შეგახსენებთ, რომ პაველ ნედვედი „იუვენტუსში“ 2001-2009 წლებში თამაშობდა და 327 მატჩში 65 გოლი გაიტანა.