პაულო დიბალა ზაფხულში ძალიან ახლოს იყო „იუვენტუსის“ დატოვებასთან და კლუბი დიდი ხანი ცდილობდა რომელუ ლუკაკუში მის გაცვლას. ახლა კი, როცა არგენტინელმა გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე ფუნდამენტური სამი ქულა მოუტანა, პარატიჩის ამ საკითხის განმარტება მოუწია.
„რამდენადაც ჩვენ ყურადღებით უნდა ვიყოთ ფეხბურთელების ყიდვის დინამიკაში, ასევე უნდავიყოთ გაყიდვების დროს და შემდეგ სამართლიანი შეფასება უნდა გავაკეთოთ, როგორც გავაკეთეთ. ეს ეხება ყველა დანარჩენსაც, არამარტო დიბალას“, – თქვა პარატიჩიმ.
შეგახსენებთ, რომ დიბალას „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში პაულოს 3 გოლი აქვს გატანილი.