მთავარი / სიახლეები / პაოლო მონტერო “იუვეზე”, დაცვის ხაზზე, დე ლიხტი-დემირალის დუეტზე…

პაოლო მონტერო “იუვეზე”, დაცვის ხაზზე, დე ლიხტი-დემირალის დუეტზე…

ტურინის „იუვენტუსის“ ვეტერანმა მცველმა პაოლო მონტერომ JTV-სთან ისაუბრა. მან „იუვეს“ და კონკრეტული ფეხბურთელების შესახებ გააკეთა კომენტარი:

„ბოლო რამდენიმე თამაში მომეწონა. „ინტერის“ წინააღმდეგ შესანიშნავი „იუვე“ ვნახე. დიდი გუნდის შესაფერისად ითამაშა და მკაფიო მიზნები აქვს. ანდრეა არის ჭკვიანი და გარდამავალი პერიოდის წინაშე დგას. „იუვე“ თუ ასე გააგრძელებს, ლიდერის პოზიციას მიუახლოვდებიან. წინ არის კონკურენტებთან მატჩები და თუ მოიგებენ, სხვაობა მხოლოდ ერთი ქულა იქნება. ამ ეტაპზე „იუვეს“ თამაშით კმაყოფილი ვარ.

დაცვის ხაზის მნიშვნელობაზე

ჩვენ მცელები ვამბობთ: „მთავარია კარში ნული დარტყმა“. ჯორჯო ძალიან კარგად დაბრუნდა. „იუვეს“ ჰყავს ისეთი ჩემპიონი, როგორიც კრიშტიანუ რონალდუა და მასაც შეუძლია მატჩების მოგება. თუ გავიხსენებთ, წარსულში ყოველთვის ის გუნდი იმარჯვებდა, ვისაც საუკეთესო დაცვა ჰყავდა. „მილანი“ ბარეზისთან ერთად, ახლა „სიტი“ პრემიერლიგაში ლიდერია და საუკეთესო დაცვა ჰყავს, შარშან „ლივერპულიც“ ჩემპიონი საუკეთესო დაცვით გახდა, წელს ვან დეიკი დაშავდა და გაუჭირდათ. გასულ წელს გვარდიოლას დაცვაში პრობლემები ჰქონდა და ვერ მოიგო, იგივე მოხდა „იუვეშიც“, როცა კიელინი არ იყო.

დე ლიხტისა და დემირალის შესახებ

რაც შეეხებათ დემირალსა და დე ლიხტს, „იუვეს“ მათი სახით შეიძლება მომავალი 10 წელი ევროპაში საუკეთესო დაცვა ჰყავდეს. დე ლიხტი ტრავმის შემდეგ კარგად დაბრუნდა და მან უფრო მეტი გამოცდილების დასაგროვებლად უნდა ითამაშოს.

დანილოს თაობაზე

ანდრეას სურს ერთი-ერთზე თამაში და ამისთვის ხარისხიანი და თამამი მოთამაშეები სჭირდება. დანილო წელს ბევრ პოზიციაზე ვნახეთ, მესამე მცველად, ორივ ფლაგზე. ის იყო „მანჩესტერ სიტიში“, „რეალში“, ევროპის საუკეთესო კლუბებში და კარგად ახერხებს გააკეთოსის, რასაც პირლო მისგან ითხოვს. ის ძალიან ჭკვიანია. კუადრადო? ის კრიშტიანუ რონალდუზე უფრო გადამწყვეტია. თითქოს გარინჩას ჰგავს… „ინტერთან“ მატჩი? ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი გამოწვევა „მილანთან“ თამაში იყო“, – თქვა მონტერომ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …