იტალიელი ჟურნალისტი პაოლო პაგანინი, რომელიც ტელეკომპანია Rai-ს სატრანსფერი ექსპერტია, მატის დე ლიხტისა და პოლ პოგბას შესახებ საუბრობს.
პაგანინის აზრით, ჰოლანდიელი მცველის ტრანსფერი დამდეგ კვირაში გაოფიციალურდება.
„დე ლიხტის ტრანსფერს „იუვენტუსი“ მომდევნო კვირაში დახურავს. პოგბას ტურინში დაბრუნება უნდა, მაგრამ „რეალი“ „მანჩესტერს“ ბეილს სთავაზობს და ამიტომ ფავორიტია“, – თქვა პაგანინიმ.