იტალიურ მედიაში დღეს გავრცელებული ინფორმაცია ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა – ლეონაროდ ბონუჩიმ ახალი კონტრაქტი გააფორმა.
ტურინელთა ვიცე-კაპიტანი შავ-თეთრი მაისურით 2024 წლის 30 ივნისამდე გაირჯება. მისი ძველი კონტრაქტი კი, 2023 წლის ზაფხულამდე იყო გათვლილი.
ბონუჩიმ „იუვენტუსში“ 2010-2017 და 2018 წლიდან დღემდე 376 თამაში ჩაატარა და მეტოქეთა კარში 23 გოლი გაიტანა.
UFFICIALE ✍ | @bonucci_leo19 bianconero fino al 2️⃣0️⃣2️⃣4️⃣https://t.co/UqmRsxSQsL#FinoAllaFine #Leo2024 pic.twitter.com/LntZbqYqpC
— JuventusFC (@juventusfc) November 19, 2019