ფედერიკო კიეზა „იუვენტუსის“ ფეხბურთელია. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა. კიეზამ სამედიცინო შემოწმება ფლორენციაში გაიარა, საიდანაც იტალიის ნაკრებს შეკრებაზე შეუერთდა.
კიეზა „იუვეში“ ორწლიანი იჯარით გადავიდა, რაც 10 მილიონი ევრო დაჯდა, ხოლო მისი გამოსყიდვა 40 მილიონი ევროს გადახდის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.
ფედერიკო კიეზა „იუვენტუსში“ დუგლას კოშტას შეცვლის, რომელიც მიუნხენის „ბაიერნში“ გადავიდა.
22წლის იტალიელი „ფიორენტინას“ მთავარ გუნდში 2016 წლიდან თამაშობდა და 153 მატჩში 34 გოლი გაიტანა.
🖌 UFFICIALE | @federicochiesa è Bianconero! ⚪⚫#WelcomeChiesa #LiveAhead
— JuventusFC (@juventusfc) October 5, 2020