იტალიის ქალთა სერია A-ში ისტორიული მატჩი გაიმართა, რომელშიც „მილანმა“ „იუვენტუსს“ უმასპინძლა. ისტორიული, რადგან პირველად ქალთა გუნდებმა ლეგენდარულ „სან სიროზე“ ითამაშეს.
„იუვეს“ ქალთა გუნდს „ალიანც სთედიუმზე“ აქვს ნათამაშები („ფიორენტინასთან“ 1:0), მაგრამ „სან სიროზე“ ქალებმა პირველად ითამაშეს.
მატჩს სატურნირო დატვირთვაც ჰქონდა, რადგან ორივე გუნდს სამი ტურის თავზე 9-9 ქულა მოეპოვებინათ. თამაში დაძაბული გამოდგა და მისი ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც კრისტინა ჯირელიმ მე-12 წუთზე გაიტანა.
„იუვენტუსს“ 4 ტურში 12 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს სათავეში ერთპიროვნულად ჩაუდგა.
„მილანი“ – „იუვენტუსი“ 0:1 (0:1)
გოლი: 0:1 ჯილერი (12, პენ)
„იუვენტუსი“ (4-3-3): ჯულიანი; ჰირინენი, სალვაი, სემბრანტი, ბოატინი; გალი, პედერსენი, როსუჩი (კარუზო 75), ბონანსეა (ალვეში 82), ჯირელი (ურტიგი 82), ჩერნოაია (სტასკოვა 75)
Bianconere secure San Siro win! ⚪️⚫
️
🗞https://t.co/nkMcmAwmIL
📸https://t.co/Evj7i5eCjf#MilanJuve #ForzaJuve pic.twitter.com/ecbCWLz6jN— Juventus FC Women (@JuventusFCWomen) October 5, 2020