ტურინის „იუვენტუსის“ ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა ჩემპიონთა ლიგის წილისყრა შეაფასა და განაცხადა, რომ ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან შარშან „ლიონის“ მაგალითი აქვთ.
„ჩემპიონთა ლიგაზე ყველა გუნდი ძლიერია. შარშან „ლიონთან“ გამოვარდით, ეს გუნდები შეჩვეულები არიან ასეთ თამაშებს და იგივე ეხება „პორტუსაც“. მნიშვნელოვანი იქნება სწორ მომენტში ფორმაში ყოფნა. ვიცნობ „პორტუს“ მწვრთნელ კონსეისაოს, ერთად „ლაციოში“ ვთამაშობდით. ის შესანიშნავი მწვრთნელია, თამაშობს ორგანიზებულად 3-5-2 სქემას, რთული გამოწვევა იქნება.
„პორტუსთან“ ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც „ბარსელონას“ წინააღმდეგ. სწორედ ამ რწმენით და დამოკიდებულით უნდა დავუპირისპირდეთ „პორტუს“.
ჩვენ ფავორიტები ვართ, ეს არ არის პრობლემა. პრობლემა არის ფორმაში იმ მომენტში ყოფნა და შარშან ეს ვერ მოვახერხეთ. შესანიშნავია ჩემპიონთა ლიგის ამ ეტაპზე გასვლა, რადგან ყველა გუნდი ძლიერია. ნებისმიერ გუნდს შეუძლია ჩემპიონთა ლიგის მოგება. რონალდუ პორტუგალიაში ბრუნდება? ის „სპორტინგიდან“ მოდის და მისთვის ეს დერბია. ამასთან, ის ყოველთვის კონცენტრირებულია და ძნელად, რომ ასეთ მატჩებში შეცდეს“, – განაცხადა ნედვედმა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ „პორტუს“ ჯერ სტუმრად 17 თებერვალს, შემდეგ შინ 9 მარტს დაუპირისპირდება.