მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსის” ურთიერთშეხვედრების ისტორია “პორტუსთან”

“იუვენტუსის” ურთიერთშეხვედრების ისტორია “პორტუსთან”

ტურინის „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში პორტუგალიურ „პორტუს“ დაუპირისპირდება, რომელსაც აქამდე 5-ჯერ შეხვედრია და დაუმარცხებელია – 4 მოგება, 1 ფრე.

თასების თასი, 1983-1984 – ფინალი

პირველად „იუვე“ „პორტუს“ 1983-1984 წლების სეზონში თასების თასის ფინალში დაუპირისპირდა. ბაზელში გამართულ შეხვედრაში ანგარიში ბენამინო ვინოლამ გახსნა, რასაც პორტუგალიელებმა სოუზას გოლით უპასუხეს. „იუვემ“ გამარჯვება ზბიგნევ ბონიეკის გოლით მოიპოვა და თასების თასს დაეუფლა.

ჩემპიონთა ლიგა, 2001-2002 – პირველი ჯგუფური ეტაპი

მეორედ ამ გუნდების გზები 2001 წელს გადაიკევთ. ჩემპიონთა ლიგის პირველ ჯგუფურ ეტაპზე პორტუგალიაში მატჩი უგოლოდ დასრულდა, ხოლო „დელე ალპიზე“ „იუვემ“ 3:1 მოიგო. ანგარიში „პორტუმ“ კლეიტონის გოლით გახსნა, რასაც ალესანდრო დელ პიეროს, პაოლო მონტეროსა და დავიდ ტრეზეგეს გოლები მოჰყვა.

ჩემპიონთა ლიგა, 2016-2017 – მერვედფინალი

ბოლოს „იუვენტუსი“ „პორტუს“ 4 წლის წინ, სწორედ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში შეხვდა. „დრაგაუზე“ მასიმილიანო ალეგრის გუნდმა მარკო პიაცასა და დანი ალვეშის მეორე ტაიმში გატანილი გოლებით 2:0 მოიგო და ყველაფერი პორტუგალიაში გადაწყვიტა. საპასუხო თამაში „იუვემ“ ტურინში პაულო დიბალას პენალტი მოიგო და მომდევნო ეტაპზე გავიდა, ხოლო საბოლოოდ, იმ სეზონში ფინალს უწია.

ამრიგად, „პორტუსთან“ „იუვენტუსს“ ხუთიდან ოთხი მატჩი მოგებული აქვს და სამჯერ კარი მშრალად შეინახა. გაიტანა 8 გოლი და გაუშვა ორი. ტურინში ორჯერ მოიგო (3:1,1:0), პორტუგალიაში ერთხელ (2:0, 0:0), ხოლო ერთი მატჩიც ნეიტრალურ მოედანზე ჩატარდა (2:1). „იუვე“ პორტუგალიურ გუნდს მერვედფინალურ ეტაპზე ერთადერთხელ შეხვედრია და სწორედ „პორტუს“. ზოგადად, ტურინულ გრანდს პორტუგალიურ გრანდებთან ბოლო 11 მატჩიდან მხოლოდ 1 აქვს წაგებული. ეს 2013-2014 წლების სეზონში მოხდა ევროპალიგის ნახევარფინალში, როდესაც ლისაბონში „ბენფიკასთან“ 1:2 წააგო.

“იუვე” “პორტუს” 17 თებერვალს ესტუმრება და 9 მარტს, ტურინში უმასპინძლებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …