მთავარი / სიახლეები / ნედვედი: “ალეგრი რჩება”

ნედვედი: “ალეგრი რჩება”

ტურინის „იუვენტუსის“ ვიცე-პრეზიდენტი პაველ ნედვედი ამბობს, რომ მასიმილიანო ალეგრი გუნდს არ დატოვებს. როგორც ჩეხმა თქვა, ალეგრი ტურინში მუშაობას კონტრაქტის ბოლომდე გააგრძელებს.

„ალეგრი „იუვენტუსის“ მწვრთნელი მომდევნო სეზონშიც იქნება. მას გუნდთან კონტრაქტი აკავშირებს და მუშაობას გააგრძელებს. ანიელისთან ყველაფერი რიგზე აქვს, როდესაც შესაფერისი მომენტი იქნება, შეხვედრა შედგება“, – თქვა ნედვედმა.

შეგახსენებთ, რომ მასიმილიანო ალეგრის „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …