პორტუგალიელმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ფავორიტები დაასახელა. მისი აზრით, „იუვენტუსი“ და „ბარსელონა“ ფინალში ითამაშებენ.
„იუვენტუსი“ და „ბარსელონა“ ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი კანდიდატები არიან. თუმცა, არიან სხვა ინგლისური გუნდებიც, „აიაქსი“, „პორტუ“. ყველა რონალდუსა და მესის შესახებ საუბრობს, მაგრამ მე მირჩევნია „იუვენტუსისა“ და „ბარსელონას“ შესახებ ვისაუბრო.
მსოფლიო ყოველთვის ინდივიდუალისტებს უთმობს ყურადღებას, მაგრამ ფეხბურთის მწვრთნელი ვარ და ფეხბურთი გუნდური სპორტია. „ბიანკონერის“ და „ბლაუგრანას“ დიდი გამოცდილება გააჩნიათ, ნიჭი და განსაკუთრებული ფეხბურთელები ჰყავთ“, – განაცხადა მოურინიომ.