ლივერპულის „ევერტონის“ ახალწვეული მოიზე კინი ტურინის „იუვენტუსს“ ინსტაგრამში ემოციური წერილით და კლიპით დაემშვიდობა. კინის განცხადებით, „იუვეს“ არასდროს დაივიწყებს.
„მადლობა! როდესაც „იუვენტუსზე“ ვფიქრობ, მხოლოდ ერთი სიტყვის მოფიქრება შემიძლია: მადლობა! მას შემდეგ, რაც აქ 11 წლის ასაკში მოვედი, ყველას სჯეროდა ჩემი. გარშემორტყმული ვიყავი დიდი სიყვარულით და გულშემატკივრების მხარდაჭერით/ არასდროს დაგივიწყებთ, ჩემს გულში ყოველთვის იქნება თქვენი ადგილი“, – დაწერა მოიზემ.
შეგახსენებთ, რომ კინი „იუვენტუსის“ აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში 21 მატჩში 8 გოლის გატანა მოახერხა. „ევერტონში“ კი 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.