პოლ პოგბას აგენტმა მინო რაიოლამ განაცხადა, რომ მის კლიენტს „იუვენტუსის“ მსგავსი გუნდი სჭირდება. ჰოლანდიელის აზრით, პოგბას პრობლემა ახლა „მანჩესტერია“, რომელმაც რეალობა არ გააჩნია.
„პოგბას პრობლემა „მანჩესტერია“. ეს არის გუნდი რეალობის და სპორტული პროექტის გარეშე. დღეს „მანჩესტერში“ არავის მივიყვანდი, რადგან კარიერას პელეს, მარადონას და მალდინისაც დაუნგრევდა. პოგბას სჭირდება ისეთი გუნდი და ხელმძღვანელობა, როგორიც „იუვეში“ ჰყავდა“, – აღნიშნა რაიოლამ.
შეგახსენებთ, რომ პოგბას „იუვენტუსში“ დაბრუნების შესახებ არაერთი ინფორმაცია ვრცელდება.