ტურინის „იუვენტუსმა“ ბერგამოს „ატალანტასთან“ დეიან კულუსევსკის ტრანსფერი უკვე შეათანხმა. Sky Sport-ის ინფორმაციით, შვედი ფეხბურთელი ტურინში 2 ან 3 იანვარს ჩავა და სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
ასე, რომ ტრანსფერი სულ მალე ოფიციალურად დადასტურდება. ჯერჯერობით ზუსტად არაა ცნობილი, იანვრიდან შეუერთდება „იუვეს“ თუ ზაფხულიდან.
არსებობს იმის დიდი შანსი, რომ მიმდინარე სეზონის ბოლომდე „პარმაში“ დარჩეს, სადაც ამჟამად იჯარით თამაშობს.
ტრანსფერის ღირებულებამ ბონუსების ჩათვლით 45 მილიონი ევრო შეადგინა. 19 წლის კულუსევსკის აქტივში მიმდინარე სეზონში 16 მატჩში, 4 გოლი და 7 საგოლე პასია.