„ბოლონიას“ მთავარი მწვრთნელი სინიშა მიხაილოვიჩი მიიჩნევს, რომ მისი გუნდის კარში პენალტი უსამართლოდ დაინიშნა.
სერბის აზრით, მატიას დე ლიხტზე თამაშის წესის დარღევვა არ ყოფილა და ასეთ ეპიზოდები საჯარიმოში ყოველთვის ხდება.
„მინდა ვნახო კუთხურის შემდეგ ჩვენ ასეთ პენალტს რომ გვინიშნავენ. საჯარიმოში ყოველთვის არის შეჯახებები, შეიძლება ჩვენთანაც მოხდეს. პენალტის დანიშვნა შეიძლება, არ მაქვს პრობლემა. ველოდები „იუვენტუსის“ მატჩში სერიოზულ მსაჯს, მინდოდა როკი სხვა თამაშში მენახა“, – თქვა მიხაილოვიჩმა.