მთავარი / სიახლეები / მბაპემ “იუვეს” შესახებ ისაუბრა

მბაპემ “იუვეს” შესახებ ისაუბრა

„პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელმა კილიან მბაპემ Gazzetta Dello Sport-თან ინტერვიუში „იუვენტუსის“ შესახებ ისაუბრა. ფრანგი ფეხბურთელი „იუვეს“ ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მიიჩნევს.

„იუვენტუსი“ ძალიან ძლიერი გუნდია და ბოლო სეზონებში ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა ამას ადასტურებს. „ბიანკონერის“ ყოველთვის რაღაც აკლდებათ, რაც განსხვავებას იწვევს, მაგრამ ახლა რონალდუ ჰყავს, ფეხბურთელი, რომელმაც იცის ასეთი მნიშვნელოვანი ტურნირის მოგება. შესაბამისად, „იუვენტუსი“ წელსაც ფავორიტებშია. გარდა ამისა, სარისთან ერთად „იუვე“ კარგ ფეხბურთს თამაშობს, ძალიან ძლიერი ფეხბურთელების წყალობით“, – თქვა მბაპემ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …