ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „უდინეზესთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და გუნდს კონცენტრაციის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.
„4 ქულა დარჩა, ყველა გუნდთან თამაში რთულია, ცალკეულ მატჩებზე უნდა გავამხვილოთ ყურადღება. „უდინეზეზე“ ვფიქრობთ, შემდეგ „სამპდორიაზე“ და ა.შ. მიზანთან ახლოს ყოფნა არაფერს ნიშნავს.
კრიშტიანუს ენერგიის ღადგენის განსაკუთრებული ძალა აქვს მენტალურად და ფიზკურად, მას შეუძლია თამაშის შემდეგ დაუყოვნებლივ აღიდგინოს ძალა. ის ჩემპიონია სხეულით და გონებით.
კიელინი და იგუაინი სამშაბათს ექიმების ხელში იყვნენ, დემირალი კარგადაა, მაგრამ ფიზიკური ეფექტურობა უნდა დაიბრუნოს.
ჩემპიონთა ლიგა?ჩემპიონატზე უნდა მოვახდინოთ კონცენტრაცია, რადგან ჯერ აქ ვთამაშობთ,ჩემპიონთა ლიგა მოგვიანებით გველოდება.
კრიტიკა? ალბათ ვიღაც კლოუნები იყვნენ… არ ვიცი, ნაკლებად მაინტერესებს. საბოლოოდ, ეს მხოლოდ ჟურნალისტების მოსაზრებებია. შესაბამისად, მაინტერესებს იმ თემაზე აზრები, რომელშიც ვფიქრობ, რომ მე უფრო მეტი ვიცი.
თუ რუგანი ცოტას თამაშობს პასუხისმგებლობა ჩემზეა. არ შეიძლება ითქვას, რომ „მილანთან“ მან ცუდად ითამაშა, რადგან იმ 15 წუთში მთლიანად გუნდი იყო ცუდი. მე არ ვეთანხმები კრიტიკას, მან ცოტა ითამაშა, რადგან გარკვეულ მომენტებში ბონუჩის გამოცდილება მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ დანიელე მეტს იმსახურებდა.
რაბიო ძლიერია, მას აქვს ფიზიკური ძალა. მან შეიცვალა გუნდი, ფეხბურთი, ქვეყანა. ახალი თვისებები სჭირდება ახალი რეალობის გასაგებად და ახლა ის ამას აკეთებს. ამჟამად ავლენს საკიუთარ თავს და მშვენიერ დონეზე თამაშობს.
პიანიჩი სათადარიგო სკამზე? მან გამოტოვა 2 თამაში, რომელშიც არჩევანი გავაკეთეთ მეტოქეების თვისებებზე. მირალემმა სეზონის რესტარტის შემდეგ თითქმის ყველა თამაში ჩაატარა და კარგადაა“, – თქვა სარიმ.
შეგახსენებთ, რომ „უდინეზესა“ და „ლაციოს“ მატჩი 23 ივლისს, თბილისის დროით 21:30 აათზე დაიწყება.