მილანის „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ განაცხადა, რომ თუ მის გუნდს ჩემპიონობა უნდა, „იუვენტუსისგან“ უნდა ისწავლოს და მაგალითი აიღოს.
„ვფიქრობ, რომ სწორია „იუვენტუსზე“ ყურება. ისინი იტალიაში დომინირებენ, ეს არის ზედიზედ მეცხრე ტიტული, რომელსაც მოიგებენ. ისინი საუკეთესოები არიან და სხვებთან შედარებით მნიშვნელოვან გზაზე არიან. იმისთვის, რომ განვითარდე, საჭიროა საუკეთესოებს დააკვირდე“, – თქვა კონტემ.
შეგახსენებთ, რომ „იუვე“ „ინტერს“ 8 ქულით უსწრებს და ჩემპიონობასთან ერთ ნაბიჯშია.