ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „ლიონთან“ წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა. იტალიელი სპეციალისტი რთულ შეხვედრას ელოდება და თქვა, რომ დადებითი შედეგისთვის მაღალი დონის თამაშის ჩატარება სჭირდებათ.
გამარჯვების პასუხისმგებლობა
უფრო მეტი პასუხისმგებლობას მაშინ ვგრძნობთ, როდესაც ჩემპიონატში ვთამაშობთ, რადგან იქ ყველა მატჩში ფავორიტები ვართ. ევროპაში ვიცით, რომ არიან სხვა გუნდები, რომლებიც როგორც მინიმუმ ჩვენს დონეზე დგანან.
კარგი ვარჯიში
ყველაზე კარგი საწვრთნელი პროცესი საუდის არაბეთში, სუპერთასამდე გვქონდა, მაგრამშემდეგ წავაგეთ… ამიტომ ამას დიდად არ ვენდობი. დღეს ბურთს კარგად ვათამაშებდით, მაგრამ ასე კიდევ სამი თვე უნდა ვივარჯიშოთ. ამ ეტაპზე ჩვენ ძლიერები ვართ.
რაბიოს პროგრესი
იტალიურ ფეხბურთთან შერწყმა ადვილი არაა, თავიდან იგივე პრობლემები პლატინისაც ჰქონდა. ახლა რაბიო ვითარდება და ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ უფრო მეტი შეუძლია. დიდი პოტენციალი გააჩნია და გვჯერა, რომ უკეთესად თამაშიც შეუძლია.
საშიში „ლიონი“
ველი კარგ თამაშს, რადგან ამის გარეშე დადებითი შედეგის მიღება რთული იქნება. ტექნიკურ გუნდს ვეთამაშებით, რომელიც ფიზიკურადაც ძლიერია. ჩვენ მრავალფეროვანი ნახევარდაცვა გვყავს, მაგრამ მეტი დინამიზმია საჭირო. ინტერპრეტაციულად ხვალ რთული თამაში გველოდება, რადგან კონტრშეტევებით და ალტერნატიული წნეხით ცდილობენ თამაშის სადავეების ხელში ჩაგდებას. მაღალი დონის თამაშის ჩატარება გვჭირდება.
რონალდუ მომენტი
კარგად, როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად. ზედიზედ 11 თამაშში გაიტანა გოლი და როდესაც ასეთ კარგ ფორმაშია, ვარჯიშების დროსაც კარგად გამოიყურება.
ხედირა და დუგლას კოშტა
მნიშვნელოვანია, რომ ისინი გამოჯანმრთელდნენ და გუნდთან ერთად ვარჯიშობენ, მაგრამ ცხადია მუშაობა ისევ სჭირდებათ, რომ საუკეთესო კონდიციაში შევიდნენ. მათი დამატება მნიშვნელოვანი იქნება, რადგან უახლოეს პერიოდში ბევრი მატჩი გველოდება.
შეგახსენებთ, რომ „ლიონისა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 26 თებერვალს, თბილისის დროით 00:00 საათზე გაიმართება.