ტურინის „იუვენტუსის“ მთავარ მწვრთნელ მაურიციო სარის „ლიონთან“ მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ლეონარდო ბონუჩი ახლდა. ლეოს „ლიონთან“ და მის სტადიონთან კარგი მოგონებები აკავშირებს.
2014 წელს ევროპა ლიგის მეოთხედფინალში ლიონში, ოღონდ ძველ სტადიონზე, „სტად ჟერლანზე“ გამარჯვების გოლი გაიტანა, ხოლო 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე, ამჟამინდელ სტადიონზე იტალია – ბელგიის მატჩში შესანიშნავი საგოლე პასი შეასრულა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
„ლიონთან“ მატჩი
ამ შეხვედრას იმედიანად და კონცენტრირებული ვხვდებით. ბოლო ორი თამაში მოვიგეთ და ამან ენთუზიაზმი დაგვიბრუნა, მზად ვართ, რომ ძალიან კარგი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშოთ.
კიელინის დაბრუნება
ეს მთელი „იუვენტუსისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მას ქარიზმა აქვს, ლიდერშიპი და მისგან ბევრი რამ ვისწავლე. შემიძლია მასთან პასუხისმგებლობის გაყოფა იმიტომ, რომ ჩვენ ორნი ვართ, რომლებსაც გვინდა დავეხმაროთ თანაგუნდელებს და თამაშის დროს მათ მიმართულებები მივცეთ.
ლიონში დაბრუნება
ეს ქალაქი სასიამოვნო მოგონებებში მაბრუნებს, როგორც „იუვენტუსში“, ისე იტალიის ნაკრებში. ეს არის სწორი ადგილი იმის საჩვენებლად, რომ „იუვე“ აქაა. ჩვენ მივაღწიეთ მერვედფინალს ორი ტურით ადრე, პირველები ვართ ჩემპიონატში და იტალიის თასისთვის ვიბრძვით. არ ვიცი, რა იყო სეზონის ამ ეტაპისთვის „იუვესგან“ მოსალოდნელი, მაგრამ უფრო მეტის გაკეთება ძალიან რთული იყო. ახლა სეზონის ახალი ფაზა იწყება და მზად ვართ დიდი ენთუზიაზმით, რომ ყველა ტურნირში ბოლომდე მივიდეთ.
გრძნობები
ჩემპიონთა ლიგისთვის შესაფერისი წელი? ვფიქრობ, რომ ყველაზე მეტად ასეთი 2016 წელი იყ, როდესაც „ბაიერნმა“ დაგვამარცხა. ჩემპიონატში დიდი ქამ-ბექი შევასრულეთ, ტურინში ორბურთიანი ჩამორჩენა ამოვქაჩეთ ხოლო მიუნხენში ორბურთიანი უპირატესობით ვიგებდით. მაშინ თავს დაუმარცხებლად ვგრძნობდით. ახლა პოზიტიურად ვარ განწყობილი და მზად ვართ სეზონის ფინალური ნაწილისთვის. დღევანდელმა ვარჯიშმაც კარგი განწყობა დამიტოვა. ჩვენ ვვითარდებით ბურთის ფლობისა და დაცვაში თამაშის თვალსაზრისით. მექანიზმების გასაუმჯობესებლად ვარჯიშია საჭირო და ყოველ სამ დღეში თამაში ადვილი არაა, მაგრამ ჩვენ ეს შეგვიძლია“.
შეგახსენებთ, რომ „ლიონისა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 26 თებერვალს, თბილისის დროით 00:00 საათზე გაიმართება.