ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „ატალანტასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სპეციალისტმა პრაქტიკულად გამორიცხა რონალდუს ხვალინდელ მატჩში თამაში.
კრიშტიანუ რონალდუ
„პრობლემა ისაა, რომ სამშაბათს კრიშტიანუ რონალდუმ შეხვედრაზე ვიტქვა, რომ პორტუგალიის მეორე მატჩში პრობლემა ჰქონდა, რომელიც ბოლო კვირეებში აწუხებდა. ჩვენ მაშინვე პერსონალური გეგმა შევიმუშავეთ და მიზანი არის, რომ ჩემპიონთა ლიგაზე, მადრიდის „ატლეტიკოსთან“ თამაში შეძლოს. ხვალ ის 99%-ით არ იქნება შემადგენლობაში. „მილანთან“ შეცვლა? პრობლემა არ არსებობს“.
„ატალანტა“
„ატალანტა“ არამხოლოდ ფიზიკური თვალსაზრისით არის ძლიერი. ეს არის გუნდი, რომელსაც აქვს მრავალი ტექნიკური თვისება, რეალურად ჩემპიონატში ყველაზე შედეგიანი შეტევის ხაზი ჰყავს. გვარდიოლამ სწორად განმარტა: მის წინააღმდეგ თამაში სტომატოლოგთან წასვლას ნიშნავს, შეიძლება კარგად გამოხვიდე, მაგრამ ტკივილით“.
ტრავმირებულები
„ალექს სანდროს ტრავმა ნაკლებად სერიოზულია, ვიდრე ბრაზილიიდან გვაცნობეს. პრობლე აქვს რაბიოსაც, კუადრადოს ზურგი აწუხებს. პიანიჩი კარგად მუშაობს, მატუიდი გამოჯანმრთელდა, თუმცა ნეკნის ტკივილი ისევ აქვს, მაგრამ ვფიქრობ, თამაშს მოახერხებს. ეს არის სიტუაცია, რომელიც სანაკრებოს პაუზის შემდეგ მივიღეთ“.
პროგრესი
„განვითარება ყოველთვის მომენტის შედეგია. წინსვლა მუდმივად არ მიმდინარეობს. გვინდა გარკვეული ტიპის ფეხბურთი ვითამაშოთ, მაგრამ არ შეგვიძლია ფეხბურთელების თვისებების წინააღმდეგ წასვლა. სწორი ბალანსი და კომპრომისი გვჭირდება“.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ „ატალანტას“ ბერგამოში 23 ნოემბერს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაუპირისპირდება.