ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „კალიარისთან“ მატჩის წინ, რომელიც „იუვესთვის“ 2020 წელს პირველი იქნება, პრესკონფერენცია გამართა.
„ამ დღეებში ჩვენ უფრო მეტი ვიმუშავეთ იმ შეცდომებზე, რომლებიც ბოლო თამაშში დავუშვით. გუშინდლიდან კი „კალიარის“ თამაშზე ვართ კონცენტრირებული. ამ შეხვედრას დიდი ყურადღება სჭირდება, რადგან ორი ნახევარმცველი ჰყავთ, რომლებიც ძალიან საშიშები არიან. ამიტომ, ჩვენს ნახევარმცველებს დიდი ყურადღებით თამაში დასჭირდებით ხაზებს შორის ბურთის გაკონტროლების დროს. ბენტანკურის დანაკლისი? ჩვენ გვყავს რაბიო, რომელსაც შეუძლია მისი შეცვლა და ემრე ჯანი, რომელსაც ნახევარდაცვის ყველა პოზიციაზე თამაში შეუძლია. გარდა ამისა, დავიწყეთ მუშაობა ბერნარდესკისთან და შევაფასებთ მის ევოლუციას.
დე ლიხტს გარკვეული ფიზიკური პრობლემები ჰქონდა და მისთვის რთული პერიოდი იყო. ახლა როგორც ჩანს ვითარდება, ისევე, როგორც რემზი. დუგლას კოშტას რამდენიმე ტრავმა ჰქონდა, რამაც განაპირობა მისი ამჟამინდელი მდგომარეობა. გამოჯანმრთელდა, მაგრამ სრულად მზად ჯერ კიდევ არაა. კიელინიზე საუბარი კი ჯერ ნაადრევია, აღდგენა კარგად მიმდინარეობს, მაგრამ მხოლოდ ინდივიდუალურ დონეზე მუშაობს. რაც შეეხება დიბალას, გუშინ განსხვავებული ვარჯიში ჩაატარა, მაგრამ უბრალოდ ცოტა დაიღალა.
კულუსევსკი? ძალიან საინტერესო და პერსპექტიული ფეხბურთელია. მნიშვნელოვანია, რომ ხელმძღვანელობა ასეთ ახალგაზრდებს ყურადღებას აქცევს“, – თქვა სარიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „კალიარის“ შეხვედრა 6 იანვარს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.