მთავარი / სიახლეები / მაურიციო სარის კომენტარი “ტორინოსთან” მატჩის შემდეგ

მაურიციო სარის კომენტარი “ტორინოსთან” მატჩის შემდეგ

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „ტორინოსთან“ (1:0) გამარჯვების შემდეგ ისაუბრა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით ძალიან რთული მატჩი იყო და გუნდმა რეაგირება მოახერხა.

„ძალიან რთული თამაში იყო. მათ შეხვედრა მაღალ ტემპში დაიწყეს, საჭირო იყო მეტოქის აგრესიის გაკონტროლება დასაწყისში და შემდეგ თამაშის დახურვა. ჩვენ ჩავატარეთ ბინძური და ინტენსიური თამაში, მაგრამ ამავდროულად მყარი და კარგი თამაში ვაჩვენეთ.

დღეს რთული იყო ლამაზად თამაში. მეტოქის სტილი ამის საშუალებას არ გვაძლევდა. კიდევ უფრო ძნელი იყო მათ აგრესიასთან გამკლავება, მაგრამ გუნდმა რეაგირება შეძლო.

ბერნარდესკის კარგი აჩქარება აქვს, რემზი უფრო დინამიურია. ფედერიკომ ბოლო დროს ბევრჯერ ითამაშა და დღეს შესაძლოა არ იყო ბრყინვალე, აარონმა კი ბევრი დაისვენა, თუმცა 90 წუთისთვის ჯერ მზად არაა. იგივე ითქმის იგუაინი-დიბალაზე. გონსალომ ცოტა ითამაშა უკანასკნელ პერიოდში, პაულომ – უფრო მეტი. იგუაინი და რემზი მზად იყვნენ თამაშში ჩასართველად. ალექს სანდროს ერთი ტურით დასვენება სჭირდებოდა, დე შილიომ მოუმატა თამაშის მიმდინარეობისას რთული დასაწყისის მიუხედავად.

დე ლიხტი? 20 წუთის შემდეგ თამაშში შევიდა და ძალიან კარგი მეორე ტაიმი ჩაატარა. 20 წლის ბიჭია, რომელიც სრულიად განსხვავებულ ჩემპიონატიდან მოვიდა, სადაც მის შეცდომაც ვერავინ შეამჩნევდა. ადაპტაციისთვის დრო რომ სჭირდება, ეს ნორმალურია“, – განაცხადა სარიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სერია A-ს 29 ქულით ლიდერობს, ხოლო მომდევნო მატჩს ჩემპიონთა ლიგაზე მოსკოვის „ლოკომოტივთან“ ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …