მთავარი / სიახლეები / მაურიციო სარი: “VAR-ი არ მომწონს”

მაურიციო სარი: “VAR-ი არ მომწონს”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „ტორინოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ ძალიან მოტივირებულ მეტოქეს ელოდება მოედანზე.

გარდა ამისა, VAR-ის შესახებ გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ეს ტექნოლოგია არ მოსწონს:

„დერბი ჩვეულებრივი თამაში არასდროსაა. ეს მატჩი „ტორინოსთვის“ უფრო ფასეულია, ვიდრე ჩვენთვის, მაგრამ ჩვენც ისე ვუდგებით, როგორც ყველა შეხვედრას. ახლა ყველა თამაში მნიშვნელოვანია და ქულები მოსაპოვებელია. დერბი ყოველთვის განსაკუთრებულია და ვიმედოვნებ, რომ ეს მენტალურად დაგვეხმარება.

ჯერ კიდევ არ ვიცი პიანიჩი ითამაშებს თუ არა, რადგან ყოველთვის ინდივიდუალურად ვარჯიშობდა. ახლა მედიკოსებთან შეხვედრა მექნება და ისიც არ ვიცი ივარჯიშებს თუ არა, თამაშზე რომ არაფერი ვთქვათ.

ორჯერ თუ სამჯერ ზედიზედ „ნაპოლიში“ ყოფნის დროს „ტორინოსთან“ თამაში მაისში მოგვიწია და სუპერგას ტრაგედიის წლისთავის დღეებში გუნდი იქ წავიყვანე, რომ მათთვის პატივი მიგვეგო. ეს იყო ის, რაც ისამოვნებით გავაკეთეთ და აუცილებელი იყო. „გრანდე ტორინო“ იტალიური ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი ლეგენდაა.

კრიშტიანუ რონალდუ არის თავდამსხმელი, რომელსაც ურჩევნია მანევრირება მარცხინიდან ცენტრისკენ გააკეთოს, დიბალას პირიქით – მარჯვნიდან ცენტრისკენ, მაგრამ ფლანგის ფეხბურთელი არაა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მოედანზე ყოველთვის გვყავს მინიმუმ ერთი ფეხბურთელი, რომელიც 4-3-1-2 სქემას შეესაბამება და მაგრამ 4-3-3-ზე მორგებული არაა.

დერბი ყოველთვის ცალკე ისტორიის თამაშია. მე ველოდები ძალიან მოტივიებულ „ტორინოს“ და ამის მიზეზი როგორც მეტოქის ნეგატიური შედეგებია, ასევე დერბი მუდამ იძლევა დამატებით მუხტს. მებრძოლი მოწინააღმდეგე გვეყოლება. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება, რომ თამაში ჩვენს ბილიკზე დადგეს, ეს ყოველთვის მარტივი არაა და ვნახოთ რა მოხდება.

VAR? ეს არის ის, რაზეც აქამდე არ მიფიქრია. მომწონს, როდესაც მსაჯი მოედანზე იღებს გადაწყვეტილებას, მაგრამ ახლა ახალი წესებია და ვცდილობთ ადაპტირება მოვახდინოთ. არის ისეთი რაღაცები, რაც მისაღები არაა, მაგალითად მე ვერ ვიგებ ხელით თამაშის წესებს. ჩვენ წინ უნდა ვიაროთ, ცხოვრებაშიც არსებობს აბსურდული კანონები. მე პირადად VAR-ი არ მომწონს, ის განკუთვნილია მიკროსკოპული შეცდომებისთვის, მაგრამ თამაშის დროს რამდენჯერმე გამოიყენება.

ახლა სუპერგასთან ნამდვილად არ წავალ, მაგრამ მაისში აუცილებლად, რადგან ეს ჩემთვის მოვალეობაა. „გრანდე ტორინო“ არის ერთ-ერთი, რომელიც სცილდება კუთვნილების გრძნობას. დერბებს აქ განსხვავებულად უდგებიან, ვიდრე ლონდონში, რადგან იქ ასეთი ბევრია. ვიცი, რომ ეს თამაში სხვებს არ ჰგავს, თუმცა მატჩამდე უნდა ვიყოთ მშვიდად.

მაძარი? ჩვენ ტოსკანადან ვართ, მაგრამ ჩვენი სახლები მანქანის სავალ გზაზე ორი საათითაა დაშორებული. ერთმანეთის წინააღმეგ ცოტა მატჩი გვაქვს ჩატარებული, თუმცა დიდ პატივს ვცემ. „ნაპოლიში“ შესანიშნავად იმუშავა და „ტორინოშიც“ მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია.

იგუაინი დიდებული ფეხბურთელია, რომელსაც შარშან რთული სეზონი ჰქონდა. მიუხედავად ამისა, ზაფხულში მასში დიდი მოტივაცია დავინახე. ლონდონის შემდეგ მის გონებაში რაღაც შეიცვალა.

თუ გავითვალისწინებთ ბოლო ოც დღეს, რემზი კარგად ვარჯიშობს. არ ვიცი, რამდენ ხანს ითამაშებს, მაგრამ ბოლო თამაში კარგ დონეზე ჩაატარა“, – თქვა სარიმ.

შეგახსენებთ, რომ „ტორინო“ – „იუვენტუსის“ მატჩი 2 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …