ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ბლეზ მატუიდიმ მეჰდი ბენატიასთან საუბრისას კორონავირუსზე ისაუბრა, რომელიც დაამარცხა.
ფრანგი დაახლოებით სამი კვირა ებრძოდა ვირუსს და საბოლოოდ გამარჯვება მოახერხა, მაგრამ ეს მისთვის შოკი აღმოჩნდა.
„რა თქმა უნდა, რთულია. როდესაც დადებითი პასუხი მივიღე საყიდლებზეც ვეღარ გავდიოდი. ფსიქოზი დამემართა, ძლიერები უნდა ვიყოთ, დროა საჭირო და ეს ყველა ჩვენგანისთვის ახალი სიტუაციაა.
სიმპტომები არ მქონია, მაგრამ როგორც კი გავიგე დაინფიცირება, შოკში ვიყავი, სულ პანიკაში ვიყავი, მეშინოდა ჩემი ოჯახისთვის და ჩემი მეგობრებისთვის. მათთვისაც რთული იყო. ეს არაა კარგი პერიოდი, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს. მაინტერესებს რა მოხდება ფეხბურთში და ყოველდღიურ ცხოვრებაში“, – თქვა მატუიდიმ.