ალესანდრო დელ პიერომ და კრისტიან ვიერიმ ინსტაგრამის პირდაპირ ეთერში ისაუბრეს. ლეგენდარული იტალიელების საუბარს თვალ-ყურს 65 ათასი ადამიანი ადევნებდა.
დელ პიერომ ყოფილ თანაგუნდელთან საინტერესო ამბები გაიხსენა და ბოლოს ვიერისთვის მტკივნეულ თემაზეც იხუმრა…
მდგომარეობა კორონავირუსის ფონზე – ლოს ანჯელესში ვარ, ბავშვებმა სკოლა ონლაინ რეჟიმში უნდა დაასრულოს. მზიანი ამინდებია, აქ უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე იტალიაში. აქ სამოყვარულო გუნდის პრეზიდენტი ვარ, საღამოობით ვვარჯიშობ, მომწონს ეს გამოცდილება. რესტორანი მაქვს, „ნომერი 10“.
არიგო საკი – საკის დროს დიდი სათამაშო დრო არ მქონია. ევროპის ჩემპიონატზე ოთახში ძოლასთან ერთად ვცხოვრობდი, სადილზე წასასვლელად ვემზადებოდი, არ მინდოდა პირველივე ჯერზე დამეგვიანა. 10 წუთით ადრე ჩავედით, მაგრამ უკვე ყველა მაგიდასთან ისხდა. ერთადერთი თავისუფალი ადგილები საკისთან ახლოს იყო და იქ გვიწევდა ყოფნა მთელი შეკრების დროს. დიდი გამოცდილება იყო.
თამაშის მონატრება – თამაში ცოტათი არა, ძალიან მენატრება. ავსტრალიაში კარიერის ბოლოს გავერთე, ვისიამოვნო. იქ მენტალიტეტი განსხვავებულია, მაგალითად კვირის განმავლობაში ერთი დღე თავისუფალი გვქონდა. ინგლისურად კარგად ვერ ვსაუბრობდი, ყველაფერი სხვაგვარად იყო, ნამდვილად ახალი ტიპის ფეხბურთთან მქონდა საქმე. იქ ცოტა გავსუქდი კიდეც.
ვიერის და დელ პიეროს გოლის ცნობილი აღნიშვნა 1998 წლის მუნდიალზე – დავჯექი, რადგან დავინახე, რომ შენც იჯექი, მახსოვს, რომ სრულიად სპონტანური გოლის აღნიშვნა იყო, ესეც კარგი მუნდიალი იყო.
ინძაგი – საგოლე პასის ემოციაზე მესაუბრა, მაგრამ რა იცოდა ამის შესახებ პიპომ? როდესაც გოლს ვერ იტანდა, ძალიან ღიზიანდებოდა და მასზე ერთი გოლით მეტს თუ გავიტანდი, ძალიან ვხალისობდი.
ბრაზილიელი რონალდო – იტალიაში მისმა ჩამოსვლა დიდი მოტივაცია ომცა, ვცდილობდი უფრო სწრაფად გამერიბინა თუ ის 2 ათას კმ-ს დაფარავდა…
ბოლოს დელ პიერომ ბობოს გადაკვრით 5 მაისი შეახსენა. ეს ის თარიღია, როდესაც „იუვენტუსმა“ ბოლო ტურში „ინტერს“ ჩემპიონობა წაართვა (2002 წელს):
დელ პიერო – გახსოვს, რომ გითხარი 5 მაისს დამირეკე-მეთქი?
ვიერი – არა, ეს არ უნდა გეთქვა, 5 მაისმა გამანადგურა, არ გინდა, რომ დღეს დავიძინო, თავი დამანებე.
დაასრულეს პირდაპირი ეთერი ხუმრობით მეგობრებმა, რომლებიც “იუვენტუსში” (ერთი სეზონი) და იტალიის ნაკრებში შეტევაში შესანიშნავ წყვილს ქმნიდნენ.