მთავარი / სიახლეები / მატრი, პირლო და ბარძალი – “იუვეს” ყოფილმა ფეხბურთელებმა ერთმანეთში ისაუბრეს

მატრი, პირლო და ბარძალი – “იუვეს” ყოფილმა ფეხბურთელებმა ერთმანეთში ისაუბრეს

ანდრეა ბარძალიმ, ალესანდრო მატრიმ და ანდრეა პირლომ ლაივვიდეოში ერთმანეთში ისაუბრეს. გთავაზობთ „იუვენტუსის“ ყოფილი ფეხბურთელების საუბრიდან რამდენიმე ნაწყვეტს:

ბარძალი: ტურინში ვარ, მარტო, ვკითხულობ ზარებს ვპასუხობ. ვჭამ, სახლში მაქვს სარბენი ბილიკი და ვვარჯიშობ. ვუყურებ სერიალებს და ვესაუბრები სოციალურ ქსელში მეგობრებს.

მატრი: ჩემი ცხოვრება შვილების კარნახით მიმდინარეობს, ოჯახთან ერთად ვარ მილანში. დღე საკმაოდ ლამაზად მიუხედავად იმისა, რომ დრო სწრაფად არ გადის. წვერი? ის ბევრ მახინჯსაც კი ლამაზს ხდის, როგორებიც მაგალითად ბარძა და პირლო არიან (იხუმრა).

ბარძალი: მატრი ყოველთვის ყველაზე მეტად გრძნობდა თამაშებს, მისი პერანგი მუდამ ოფლიანი იყო და დიდ ზეწოლას განიცდიდა. თუ შეცდებოდა, სხვა თავდამსხმელი მაშინვე გახურებას იწყებდა. ვამაყობ ჩემი კარიერით და მიღწეული პროგრესით.

მატრი: „იუვეში“ ხშირად ვიყავი ხუმრობის შეტევის გავლენის ქვეშ. ყოველთვის ჩემზე ხუმრობდნენ, როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა.

ბარძალი: რატომ 15 ნომერი „იუვეში“? შემთხვევით, როდესაც მე ტურინში გადავედი, 30 ნომერზე ზემოთ არჩევის უფლება არ მქონდა. ჩემი შვილები 13 და 2 რიცხვში დაიბადნენ, შევკრიბე და 15 ავიღე.

ამის შემდეგ საუბარში მოულოდნელად ანდრეა პირლო ჩაერთო, რომელიც ლაივ ვიდეოს შემოეურთდა.

პირლო: „სახლში ვარ, ტურინში. „იუვენტუსში“ ჩემთვის ყველაზე ემოციური გოლი დერბიში ბოლო წუთზე გამარჯვების გოლია.

ბარძალი: პენალტი იტალიის თასზე „ინტერთან“.

მატრი: რომის „ლაციოსთან“ იტალიის თასის ფინალში გატანილი გოლი მახსოვს ყველაზე მეტად, რომლითაც ტიტული მოვიგეთ და „იუვეში“ ჩემთვის ბოლოც“ აღმოჩნდა.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …