ზუსტად 22 წლის წინ, 1998 წლის 1 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში “იუვენტუსმა” “მონაკოს” უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა.
ჰეთ-თრიქი შეასრულა ალესანდრო დელ პიერომ, ხოლო ერთი გოლი ზინედინ ზიდანმა გაიტანა. საპასუხო შეხვედრა ფრანგებმა შინ 3:2 მოიგეს, თუმცა ფინალში “იუვე” გავიდა.