მატის დე ლიხტი ტურინშია. ფეხბურთელი ეს-ესაა „კაზელეს“ აეროპორტში დაეშვა. აღნიშნული ინფორმაციას „იუვეს“ ვებგვერდი ოფიციალურად ადასტურებს.
ხვალ დე ლიხტი სამედიცინო შემოწმებას გაივლის, მერე კი 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
ჰოლანდიელი 7.5 მილიონ ევროს მიიღებს გასამრჯელოს სახით, ბონუსებით კი ეს ყველაფერი 12 მილიონ ევროს მიაღწევს. „აიაქსმა“ ფეხბურთელის სანაცვლოდ 75 მილიონი ევრო მიიღო.
“სალამი ბიანკონერებო. მე მატისი ვარ და ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით”, – თქვა დე ლიხტმა.
ჰოლანდიელის გამოსასყიდი თანხა 150 მილიონი ევრო იქნება, მაგრამ ძალაში მხოლოდ 2022 წლიდან შევა. ფაბიო პარატიჩიმ ასეთი ნაბიჯი შეგნებულად გადადგა, რომ თავიდან აიცილოს 2020 და 2021 წლების ზაფხულში სხვა გუნდებისგან წინადადებების მიღება.
Un messaggio da Matthijs… ♥️👍 pic.twitter.com/eac7198jQ8
— JuventusFC (@juventusfc) July 16, 2019
ECCOLO! 😃 pic.twitter.com/Gznvp9WhQ3
— JuventusFC (@juventusfc) July 16, 2019