მთავარი / სიახლეები / მატია პერინი ახლოს არის ბენფიკაში გადასვლასთან
მატია პერინი ახლოს არის ბენფიკაში გადასვლასთან

მატია პერინი ახლოს არის ბენფიკაში გადასვლასთან

იუვენტუსის მეკარე მატია პერინი სავარაუდოდ დატოვებს კლუბს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს.

26 წლის მეკარეს მჭიდროდ აკავშირებენ ბენფიკასთან, რომელიც მზად არის იტალიელი კიპერის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო გაიღოს.

იტალიის ქალაქ ტურინში პერინი ერთი წლის წინ ჯენოადან 12 მილიონ ევროდ გადავიდა და გასულ სეზონში ვოიცეხ შესნის დუბლიორი გახლდათ.

რამოდენიმე დღის წინ იუვენტუსში ლეგენდარული ჯანლუიჯი ბუფონი დაბრუნდა. პერინს სურდა სერია ა-ში დარჩენა მაგრამ ნაკლებად მისაღები შეთავაზებების გამო გადაწყვიტა კარიერის პორტუგალიაში გაგრძელება.

შემთხვევითი სიახლე

მანჩინიმ განმარტა, თუ რატომ არ გამოიძახა ნაკრებში ლოკატელი

იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განმარტა, რატომ არ გამოიძახა ინგლისისა და მალტის ნაკრებებთან სათამაშოდ მანუელ …

ლოკატელი: “ვაჩვენეთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ „ინტერთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, დაამტკიცეს, …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *